26 თებერვალი 2025,   17:14
ვრცლად
რუსეთში უკრაინულმა დრონმა იერიში ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხანასა და საწყობებზე მიიტანა - გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 125 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინაში, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

      დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება. კრასნოპოლში, "შაჰედის" დრონით იერიშისას, 2 ადამიანი დაშავდა.

      უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 125 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

      რუსეთში კი, ვოლგოგრადის ოლქში, აფეთქებები დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინულმა დრონმა იერიში მიიტანა ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხანასა და საწყობებზე.

      რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; შვედეთმა უკრაინისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე დიდი სამხედრო პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც 1 200 000 000 დოლარზე მეტია.

      დღის ამბები
      მეტი