12 აგვისტო 2026,   10:18
ვრცლად
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდადებულების ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდადებულების, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

მათ 14 მაისს დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასჯელის სახედ 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა გარკვეულ მუხლებზე ამნისტიის გათვალისწინებით, ორივეს საპატიმროში კიდევ 10 თვის გატარება მოუწევს.

20 წლის ომარ ოკრიბელაშვილს და 23 წლის საბა მეფარიშვილს ბრალად ნივთის ჯგუფურად დაზიანება ედებათ.

დღის ამბები