
ამერიკის გარეშე, უსაფრთხოების გარანტიები რეალური უსაფრთხოების გარანტიები არაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას შეაჩერებს, ევროპა შექმნილი სივრცის შევსებას ვერ შეძლებს.
მედიასთან უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემთხვევაში მოვლენათა შეძლო განვითარებაზეც. ზელენსკი ამბობს, რომ თუ ტრამპი პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას შეძლებს, ის რუსეთს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს.
მისივე თქმით, ეს შეეხება, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიებს, რომელსაც "უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში ექვსი თვის წინ დაწყებული შეტევის შედეგად იკავებს." აქვე, ზელენსკი ამბობს, რომ "ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არ არსებობს”.