კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
საბავშვო ბაღის შენობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ სოფელში - ფერმასა და ჩანგილარში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. დღემდე საბავშვო ბაღს დამოუკიდებელი შენობა არ ჰქონდა და ნაქირავებ სახლში ფუნქციონირებდა.
დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.