18 მარტი 2025,   04:02
ვრცლად
მსოფლიო ევროპის კონტინენტზე ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულების მოლოდინშია - დონალდ ტრამპი მოქმედებაზე გადავიდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსოფლიო ევროპის კონტინენტზე ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულების მოლოდინშია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ კიევის მიერ მშვიდობის გარანტად გამოცხადებული დონალდ ტრამპი მოქმედებაზე გადავიდა - ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან გამართა.

      დონალდ ტრამპი ჯერ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინთან დიალოგი თითქმის საათ-ნახევარს გაგრძელდა. ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს მშვიდობა და ომის დასრულება სურს. პრეზიდენტები შეთანხმდნენ პირისპირ საუბარზეც. პირველი შეხვედრის ადგილად საუდის არაბეთი შეარჩიეს. თუმცა, იქ მაგიდას დიალოგისთვის მხოლოდ ტრამპი და პუტინი მიუსხდებიან. როდის ჩაერთვება მოლაპარაკებებში ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ უცნობია. პუტინის შემდეგ ტრამპმა სწორედ მას დაურეკა და 1 საათის განმავლობაში ომის დასრულების გზებზე ესაუბრა.

      კრემლმა დაადასტურა ვლადიმერ პუტინის მზაობა სამხედრო კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულებასთან დაკავშირებით. დიმიტრი პესკოვმა თქვა ისიც, რომ პუტინმა ამერიკელი კოლეგა მოსკოვში დაპატიჟა.

      კონფლიქტის დასრულებას განსაკუთრებით ელოდება ვოლოდიმირ ზელენსკი.

      ტრამპის გეგმის მიხედვით, საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინი, ზელენსკი და თავად ამერიკის არჩეული პრეზიდენტი უნდა დასხდნენ. იდეა არ მოსწონთ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც თავს თამაშგარე მდგომარეობაში ხედავენ. ამტკიცებენ, რომ ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს და ვოლოდიმირ ზელენსკის რჩევებსაც აძლევენ.

      ევროპელ ლიდერებს უნგრეთის პრემიერმა უპასუხა. ვიქტორ ორბანის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს ვერავინ მოითხოვს, ის უნდა მოიპოვონ.

      უკრაინას რჩევა მისცა ამერიკის თავდაცვის მდივანმაც, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 2014 წლამდე არსებული საზღვრების ფარგლებში არარეალურია, ამიტომ პიტ ჰეგ-სეტის თქმით, ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა ომს მხოლოდ ახანგრძლივებს. პენტაგონის ხელმძღვანელმა არარეალური უწოდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასაც. ამ მოსაზრებას ტრამპიც დაეთანხმა. ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია, რა პირობებით და როდის მოახერხებს ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას ომის დასასრულებლად.

      დღის ამბები