22 ივნისი 2026,   10:07
ვრცლად
"ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, ჩვენ გარეშე დადებულ შეთანხმებას არ მივიღებთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მათ გარეშე დადებულ შეთანხმებას არ მიიღებს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლებიც უნდა ისხდნენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წავიდეს, რომლითაც მას უნდა, რომ მოლაპარაკება ორმხრივი იყოს - მას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, ჩვენ გარეშე დადებულ შეთანხმებას არ მივიღებთ. მე მჯერა, რომ ევროპელებიც უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრი. მე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის პრიორიტეტია და აშშ-ის გარეშე გარანტიებს ვერ ვხედავთ. მე ვიცი, რომ ამერიკელებს არ უნდათ, ჩვენ NATO-ს ს წევრი გავხდეთ - სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები