უკრაინის პრეზიდენტი, მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სურს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება აღმოსავლეთ ევროპაში.
თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების ნამდვილი გარანტიები.