22 ივნისი 2026,   08:28
ვრცლად
"ევროპა კარგავს სიტყვის თავისუფლების შესანიშნავ უფლებას - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეი დი ვენსის გამოსვლა ბრწყინვალე იყო" - დონალდ ტრამპი

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეი დი ვენსის გამოსვლა ბრწყინვალე იყო".

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - ვიცე პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლების პრობლემებია ეთანხმება.

ეთანხმება იმასაც, რომ ევროპისთვის იმიგრაცია დიდი პრობლემაა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვენსმა ასევე თქვა, რომ ევროპა სულ უფრო შორდება ფუნდამენტურ ღირებულებებს.

"მოვისმინე ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ის საუბრობდა სიტყვის თავისუფლებაზე და ვფიქრობ, რომ ეს მართალია ევროპასთან მიმართებით. ევროპა კარგავს სიტყვის თავისუფლების შესანიშნავ უფლებას. მე ვხედავ ამას. მას ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. მან ასევე ისაუბრა იმიგრაციაზე. ევროპას აქვს იმიგრაციის დიდი პრობლემა. ნახეთ, რა ხდება დანაშაულებთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ნაწილში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები