
გრანდიოზული მუსიკალური თავგადასავლის დაწყებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება. 30 მაისი და "ციცინათელას" პარკის ავტოსადგომი, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Guns N’Roses ქართველი მსმენელის წინაშე ყველა იმ მუსიკალურ ჰიტს შეასრულებს, რომელიც როკ-ბენდმა 40-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნა.
"გურია მთავარ როლში" - ასე ჰქვია Starring Georgia-ს ახალ კამპანიას, რომელიც გურული მეწარმეების მხარდასაჭერად დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მცირე ბიზნესის ასობით წარმომადგენელი გადამზადდება. პირველი ტრენინგი, რომელიც საოჯახო სასტუმროების მართვას ეხებოდა უკვე ჩატარდა, ამ მიმართულებით სწავლება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
Starring Georgia გურიის მეწარმეობის მხარდასაჭერად - პროექტის მიზანი გურიის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობაა, კულტურული ღონისძიებები და მუსიკალური კონცერტები კი შავიზღვისპირა მხარეში ვიზიტორებს მაქსიმალურად მოიზიდავს და სასტუმროებს განვითარებას.
Guns N’Roses ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა. "Appetite for Destruction" - Guns N"Roses-ის სადებიუტო ალბომია, რომელიც 1987 წელს მსოფლიოს მასშტაბით 25-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და გამოსვლისთანავე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ალბომის პირველი სიმღერა - "Welcome to the Jungle"- კლინტ ისტვუდის ფილმ "სასიკვდილო სიაშია" გამოყენებული. მაყურებლის წინაშე წარდგება Guns N’Roses-ის მიერ მოწვეული, ამერიკული როკ ბენდი "რაივალ სონსიც".
ათობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო სივრცეებში ჩატარებული კონცერტები - ეს დიდი მუსიკალური ამბების მხოლოდ დასაწყისია.
წინ ქვეყანას მრავალფეროვანი მუსიკალური თავგადასავალი ელოდება.