უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც - გურიასა და სამეგრელოში დამატებითი სპეცტექნიკაა მობილიზებული.
ფოთში მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები. ქალაქში, ორი დღით, საბავშვო ბაღები დაიხურა. ერთი დღით შეჩერდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებშიც.
ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება იყო შეფერხებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა პრობლემა უკვე მოგვარებულია.