10 აგვისტო 2026,   02:41
ვრცლად
დიდთოვლობა რეგიონებში - ყველა რეგიონში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები

დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა - დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად თოვს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ორი დღე ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეჩერდა - შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. რამდენიმე რეისი ქუთაისში დაეშვა, სადაც ფრენები დიდთოვლობის მიუხედავად, გეგმის მიხედვით ხორციელდება. რიკოთის უღელტეხილზე ამ ეტაპზე მოძრაობა თავისუფალია.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, ყველა რეგიონში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.

"ყველა ძირითად გზაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი, როგორც ბაღებში ასევე პროცესში,"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ავტორი: სიმონ შანავა. 

 

დღის ამბები