24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის გაწმენდითი სამუშაოები აჭარაში - პრობლემები შეიქმნა ხულოშიც, თუმცა როგორც ხულოს მერი აცხადებს, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რამდენიმე სოფელს უკვე აღუდგა ელექტროენერგია და ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს იმ სამუშაოებს, რომლებიც აჭარის რეგიონში მიმდინარეობს.
"ამ დრომდე აქტიურად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. შეფერხების გარეშე მიეწოდება ელექტროენერგია ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს, ასევე გრაფიკის შესაბამისად ხდება წყლის მიწოდება დაბის მოსახლეობისთვის.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა დროულად ეფექტურად აღმოფხვრილ იქნას სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები", - აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ჯამბულატ მელაძე.
ავტორი: სიმონ შანავა