სტიქიას ებრძვიან სამეგრელოში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს, თუმცა უხვ ნალექს პრობლემები არ შეუქმნია. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, მერიაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა, ასევე სოფლებს მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.
"მერიაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელმაც 24-საათიან რეჟიმში დაიწყო მუშაობა. გაიწმინდა ყველა მისასვლელი გზა ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფლებს მიეწოდება ელექტროენერგია, მიეწოდება გაზი. შესაბამისად, ჩართულია სერვისები, მუშაობს ტექნიკა და ცოცხალი ძალა," - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მაიზერ ნანავა.
ავტორი: სიმონ შანავა