10 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
უამინდობის გამო, კიდევ რამდენიმე სარკინიგზო რეისი გაუქმდა

უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები: 25 თებერვალი: №804 თბილისი-ბათუმი; №801 ბათუმი-თბილისი; №874 თბილისი-ფოთი; №869 ზუგდიდი-თბილისი; მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს რკინიგზამ უამინდობის გამო მატარებლების რამდენიმე რეისის გაუქმების შესახებ ცოტა ხნის წინაც გაავრცელა განცხადება.

დღის ამბები