სამეგრელოს რეგიონში ამ დროისთვის რეგიონში ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. დიდთოვლობით გამოწვეული ელექტროენერგიის პრობლემა რჩება რამდენიმე სოფელში და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
"აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ფოცხოეწერში დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები მოვინახულეთ. ამ დასახლებაში თოვლის სახით დიდი ნალექი მოვიდა. გავეცანით მათ საჭიროებებს და აქ მცხოვრებ ოჯახებს გადავეცით სასურსათო ნობათები", - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა.