09 აგვისტო 2026,   23:00
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოვლს, თუმცა არის პროგრესი" - ირაკლი ქარსელაძე

"უწყვეტ რეჟიმში გრძელდება როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდა," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

"განვლადობა არის უზრუნველყოფილი. ასევე, ინტენსიურად და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა უკვე მუნიციპალურ გზებზე. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით მოსულ თოვლს, თუმცა აქაც არის პროგრესი და ტემპიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი პროგრესია დაგეგმილი," - აღნიშნა ქარსელაძემ.

დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გურიაში, ცოტა ხნის წინ დასრულდა საკოორდინაციო შტაბის სხდომა, რომელზეც პრემიერმა შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და უწყებებს მითითებები მისცა.

რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, იწმინდება გზები. ადგილზეა ცოცხალი ძალაც. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე. ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა რამდენიმე სოფელში. მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს უახლოეს საათებში მიაწოდებენ პროდუქტს და პირველადი მოხმარების ნივთებს. სპეციალურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია 

დღის ამბები