09 აგვისტო 2026,   22:56
ვრცლად
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი, გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზა" - ზუგდიდის მერის მოადგილე

სამეგრელოში მეორე დღეა თოვა შეწყვეტილია - სოფლების მიმართულებით გზები გაწმენდილია. ძლიერი ყინვის გამო, გზებზე შეფერხებების თავიდან ასაცილებლად მუნიციპალიტეტმა ტექნიკური მარილი დაყარა. 

ელექტრო ენერგიის მიწოდება სოფლებს გუშინვე აღუდგა. სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგენილია, შეზღუდვების გარეშე მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი, გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზა. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, აღდგენილია სასწავლო პროცესი. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება ელექტრო ენერგია," - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მაიზერ ნანავა. 

 

 

დღის ამბები