24 აპრილი 2025,   10:12
ვრცლად
ტრამპი ზელენსკიზე: ამ კაცს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ამას დიდხანს აღარ აიტანს

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს.

გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტს გაზიარებული აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის.

"ეს არის საშინელი განცხადება, რომელიც ზელენსკის შეეძლო, გაეკეთებინა და ამერიკა ამას დიდხანს აღარ აიტანს. ეს არის ის, რასაც მე ვამბობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ევროპამ, შეხვედრაზე, რომელიც ზელენსკისთან ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეუძლიათ სამუშაოს შესრულება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ალბათ, არც ისე კარგი განცხადებაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რაზე ფიქრობენ ისინი?", – წერს ტრამპი.

დღის ამბები