16 მარტი 2025,   15:32
ვრცლად
"მზად ვართ ფინალისთვის! იმედი მაქვს, ხვალაც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ" - ვასილ ლობჟანიძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ერთი დღე გადამწყვეტ შეხვედრამდე - საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ემზადება. "ბორჯღალოსნები" ხვალ, 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

      გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მერვე, ჯამში კი, მე-17 ტიტულს მოიგებენ. მატჩამდე მასპინძელ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა.

      "ნაკრები ძალიან კარგ ფორმაშია. წინა თამაშებზე ძალიან დამაჯერებელი თამაშები ვაჩვენეთ. ამ კვირის მოსამზადებელმაც, ვფიქრობ, კარგად ჩაიარა. თითოეულ ჩვენგანს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მაინც კარგად მოვემზადეთ. მზად ვართ ფინალისთვის. იმედი მაქვს, ხვალაც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ვასილ ლობჟანიძე.

      ესპანეთთან ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა