
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
რაგბი ევროპის მე-17, ზედიზედ მე-8ტიტულს საქართველო 16 მარტს, 16 საათზე შეუტევს.
ფულბეკის პოზიციაზე თამაშს დაჩი პაპუნაშვილი იწყებს, რომელიც რუმინეთთან მარქაფაში იყო. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე კი სანდრო თოდუას და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ. თოდუა ფინალში 120-ე კეპს მოიხვეჭს და კიდევ უფრო მიუახლოვდება დავით კაჭარავას, რომელსაც დღემდე ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტჯერ, 122-ჯერ უთამაშია.
ხაზის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე, ლუკა ცირეკიძე და გიორგი კვესელაძე.
ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც დამწყებთა შორის დაბრუნდნენ კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ირაკლი ქვათაძემ და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა ნიკა აბულაძემ, რომლის შემცვლელი კვლავ გიორგი ახალაძე იქნება.
მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილისა და ლადო ჩაჩანიძის წყვილი ბრუნდება, რომელმაც განვლილი 4 თამაშიდან სამი დაიწყო. ამჯერად მარქაფაში იქნება გურამ ღანიაშვილი.
უცვლელია მესამე ხაზი - ლუკა ივანიშვილი, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე. გორგაძე ფინალში 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზის მარქაფაშია თორნიკე ჯალაღონია.
საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ უთამაშია და მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო, ბოლო 2012 წელს.
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).