
This is a modal window.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ განცხადებები გააკეთეს ლიდერებმა.
როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიდის.
საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ დააფიქსირა ცეცხლის შეწყვეტის მზაობა, ჯერი რუსეთზეა, დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს ომის დასრულება.
უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ საუბრობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დევიდ ლემის განცხადებით, თუ პუტინს მშვიდობა ნამდვილად უნდა, მან ეს უნდა დაამტკიცოს.
უკრაინის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ პუტინი ახანგრძლივებს კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის.
"დიდი ხნის წინ შეიძლებოდა განხორციელებულიყო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლეს ნიშნავს", - ამბობს ზელენსკი ყოველდღიურ მიმართვაში.