18 მარტი 2025,   23:14
ვრცლად
თქვენ ნახეთ მცირე სცენა ოვალურ კაბინეტში, ჩვენი მიზანი იყო გვეიძულებინა უკრაინა სწორი გადაწყვეტილებები მიეღო, რაც არ იყო მარტივი, ახლა სწორად იქცევიან - დონალდ ტრამპი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დონალდ ტრამპის განცხადებით, მასსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის ოვალურ კაბინეტში გამართული დებატი, უკრაინაზე ზემოქმედების მოხდენის სტრატეგიის ნაწილი იყო. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის დროებით იარაღის მიწოდების შეწყვეტას ომში მყოფი ქვეყნისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია. აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ომში ადამიანების დაღუპვის შესაჩერებლად ის მართებულად მოქმედებს. გარდა ამისა, ტრამპმა პუტინთან დაგეგმილ სატელეფონო კავშირზეც ისაუბრა.

      "უნდა ვესაუბრო რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რათა ვიხსნათ ჯარისკაცები, რომლებსაც პრობლემები აქვთ. ისინი ალყაში არიან. ისინი რუსი ჯარისკაცების მიერ არიან გარშემორტყმული. შევძელი დამერწმუნებინა რუსები, რომ ამ მომენტში არაფერი მოემოქმედებინათ. ცუდი სიტუაციაა რუსეთში და ცუდი სიტუაციაა უკრაინაში. ეს არ იყო მარტივი სიტუაცია. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტია შეთანხმებული, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესათანხმებელი რჩება.

      თქვენ ნახეთ მცირე სცენა ოვალურ კაბინეტში, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ისინი სწორ საქმეებს აკეთებენ, ჩვენი მიზანი იყო გვეიძულებინა უკრაინა სწორი გადაწყვეტილებები მიეღო, რაც არ იყო მარტივი. ახლა სწორად იქცევიან. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას. ვფიქრობ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

      უნდა გესმოდეთ და გაიგოთ, რომ თუ ვიღაც ცუდ საქმეს აკეთებს, რაც ბევრის სიკვდილს იწვევს, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ჩავერევი, ჰუმანურობაა. მე ჩავერევი ჰუმანურობის გამო, რადგან იქ ბევრი ადამიანი იღუპება", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

      დღის ამბები