24 მარტი 2025,   19:36
ვრცლად
"ე.წ. მეგობარი აქტი თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული" - პაატა სალია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მმართველი პარტია, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მორიგ შეკრებას გარე ძალების მითითებებით მოქმედებას უკავშირებს. "ქართული ოცნება" "მეგობარ აქტს" არამეგობრულს და მტრულს უწოდებს:

      "წარმოუდგენელია ის რაც ხდება. დღეს საქართველოში იმართება მარში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებს, შეზღუდვებს და ა.შ. ეს შეზღუდვები, რომელზეც საუბარია ე.წ. მეგობარ აქტში და ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული, არ გულისხმობს შეზღუდვებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მსგავსი შეზღუდვები შემდგომში აისახება სრულიად საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ამაში მეგობრულს ვერაფერს ვხედავთ. საქართველოს არასოდეს გადაუხვევია ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული და არცერთი ნაბიჯი გადაუდგამს, რომელიც რაიმე სახით საწინააღმდეგო იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. პირიქით, ყველას ახსოვს ჩვენი სამხედრო დანაყოფების მონაწილეობა იმ მისიებში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები იყო წამყვანი და გაცილებით დიდი წვლილი აქვს ჩვენს ქვეყანას შეტანილი ასეთ მისიებში, ვიდრე NATO-ს რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანას. ცალსახაა რომ საქართველოს არ გადაუხვევია ამერიკასთან მეგობრული ურთიერთობებისაგან,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.

       

      დღის ამბები
      მეტი