26 მარტი 2025,   20:31
ვრცლად
ერთი დედა პარტიის შვილები არიან, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია...ნაწილი მიიღებს დავალებას, ისაუბროს იმ რიტორიკით, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, ნაწილი შეცვლის ამას - ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ნაწილი მიიღებს დავალებას, რომ ისაუბროს იმ რიტორიკით, რომელი რიტორიკითაც დღეს საუბრობს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, ნაწილი შეცვლის ამას. არ გამოვრიცხავთ, რომ დღეს ერთი თქვან, ხვალ მეორე, ზეგ მესამე," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებთან ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

      ირაკლი კირცხალიას შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს "არ აქვთ არანაირი მორალური ფასეულობები პოლიტიკაში."

      "რა ფერის ჰალსტუხს დაიკიდებენ ან რა ფერით დაბრენდავენ პარტიას, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი არიან ერთი დედა პარტიის შვილები, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. ნაწილი მიიღებს დავალებას, რომ ისაუბროს იმ რიტორიკით, რომელი რიტორიკითაც დღეს საუბრობს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, ნაწილი შეცვლის ამას. არ გამოვრიცხავთ, რომ დღეს ერთი თქვან, ხვალ მეორე, ზეგ მესამე. ეს მათგან ჩვეულებრივი მოვლენაა და არაერთ საკითხზე მოგვისმენია მათი პოზიცია. მათ ხომ არ აქვთ არანაირი მორალური ფასეულობები პოლიტიკაში, იმიტომ რომ მიიღეს დავალება, ასრულებენ მყისიერად ამ დავალებას," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია.

      დღის ამბები
      მეტი