26 მარტი 2025,   22:04
ვრცლად
საგამოძიებო კომისია ხვალ მორიგ სხდომას გამართავს - იმსჯელებენ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ბიზნესზე ზეწოლისა და ჩამორთმევის ფაქტებზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საგამოძიებო კომისია ხვალ მორიგ სხდომას გამართავს. იმსჯელებენ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ბიზნესზე ზეწოლისა და ჩამორთმევის ფაქტებზე. დაგეგმილია ნავთობკომპანია "მაგნატის" საქმის მოსმენა.

      კომისიის სხდომაზე, "მაგნატის" წარმომადგენლებთან ერთად, დაბარებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ხაზარაძეს უწყება უკვე ჩაბარდა.

      პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია არალეგიტიმურია.

      "ჩვენი პარტიული პოზიცია იქნა გაცხადებული - მიგვაჩნია, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, საგამოძიებო კომისიაც ვერ იქნება ლეგიტიმური. თუმცა, ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პირადად და ინდივიდუალურად. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია. თუ ვინმე სხვანაირად მოიქცევა, ეს არის მათი გადასაწყვეტია", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

      დღის ამბები
      მეტი