
ტრამპმა კოლორადოს შტატის კაპიტოლიუმიდან საკუთარი ოფიციალური პორტრეტის მოხსნა მოითხოვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი "თრუს სოუშალის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მხატვარმა მისი სახე განზრახ დაამახინჯა. მისი თქმით, ბარაკ ობამას პორტრეტი, რომელიც იმავე მხატვრის მიერაა შესრულებული და გვერდითაა გამოფენილი, "შესანიშნავად გამოიყურება". ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ, რომ მხატვარმა, სავარაუდოდ, "ასაკთან ერთად, ნიჭიც დაკარგა". ამასთან, პრეზიდენტმა კოლორადოს გუბერნატორიც ჯარედ პოლისიც გააკრიტიკა, და მას "მემარცხენე რადიკალი" უწოდა.
"არავის მოსწონს საკუთარი ცუდი ფოტო ან ნახატი, მაგრამ ის, რაც კოლორადოში, შტატის კაპიტოლიუმში, გუბერნატორმა გამოფინა ყველა სხვა პრეზიდენტთან ერთად, განზრახ იყო დამახინჯებული ისე, როგორც, ალბათ, მე არასდროს მინახავს. ბევრმა ადამიანმა კოლორადოდან დამირეკა და მომწერა საჩივრით. სინამდვილეში, ისინი გაბრაზებულები არიან ამის გამო! მე მათი სახელით ვესაუბრები რადიკალ მემარცხენე გუბერნატორ ჯარედ პოლისს, რომელიც ძალიან სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში. რომ მან ეს ნახატი ჩამოხსნას. ჯარედს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის!", - წერს ტრამპი.