
ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. რასაც ვხედავთ ბოლო წლებში, არის, რომ ევროინტეგრაცია სხვადასხვა აქტორის მიერ ძალიან ხშირად გამოიყენება ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად და ჩვენ არ გვახარებს ამის ხილვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ელოდება რელევანტურ მიდგომას ყველა აქტორისგან, მათ შორის ევროკავშირის, ბრიუსელის ჩათვლით.
"საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდრო პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც პარტნიორებს სურთ ჩვენი ნახვა, მათ შორის როცა საქმე ეხება უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და უკეთეს მომავალს. მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია წვლილის შეტანა ევროპის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. ამისთვის საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი, შეწყვეტა დესტაბილიზაციისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის ამ საკითხის გამოყენების, რასაც საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ", – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.