26 მარტი 2025,   20:26
ვრცლად
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში შტატების და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დილიდან შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკების ადგილი სასტუმრო Ritz Carlton-ია. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი არის 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა, აქცენტი კეთდება ენერგოინფრასტრუქტურაზე.

      ამას გარდა, თეთრი სახლის თანახმად, მოლაპარაკების მიზანია შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გემების თავისუფლად მიმოსვლას. რუსეთის დელეგაციაში არიან ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა, - რაც შეეხება შტატებს- ვაშინგტონს წარმოადგენენ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მაიკლ ენტონი, ასევე მაიკ უოლცის და კით კელოგის თანაშემწეები.

      საუდის არაბეთის დედაქალაქში გუშინ გაიმართა შტატები-უკრაინის შეხვედრა. კიევის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო, განიხილეს საკვანძო საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში. უკრაინის დელეგაცია ერ-რიადში რჩება. 

      დღის ამბები
      მეტი