26 მარტი 2025,   20:35
ვრცლად
"მკაფიო უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარ პოზიციებში და ნაკლებ სივრცეს ტოვებდეს სპეკულაციებისთვის" - რას აპირებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თვითმმართველობის არჩევნები ისევ უთანხმოების საგანია. ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ორი აცხადებს, რომ ოთხი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია. ესენია - "ერთობა-ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებებისთვის." როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ახლა მნიშვნელოვანია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით არსებული პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდება, დასრულდება პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას წლები დასჭირდება.

      მოვლენათა განვითარებას ელოდებიან გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გუნდები. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე არც ერთ ეტაპზე უთქვამს უარი პარტია "გირჩს."

      "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პოლიტიკურ მოცემულობაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

      "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში აზრი არ აქვს არანაირ საარჩევნო პროცესზე საუბარს. მკაფიო უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარ პოზიციებში და ნაკლებ სივრცეს უნდა ტოვებდეს სპეკულაციებისთვის," - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

      "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით კი, გუნდი როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობებს.

      "ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის მისაღები გადაწყვეტილება და ამაზე გავლენა ვერც "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება და ვერც "ქართულ ოცნებას." ამიტომ, როგორც კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაცნობებთ," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

      რაც შეეხება პარტია "გირჩს," იაგო ხვიჩია ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს არ დააბნიონ საზოგადოება და მალე მიიღონ გადაწყვეტილება.

      "მიბაძონ გვარამიას პარტიას და თქვან, რომ ისინი არცერთ ვარიანტში არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. არ დააბნიონ ქართული საზოგადოება. შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ ქოცების დამარცხება ამ არჩევნებზე, მაგრამ მე მგონი არც მოგვეთხოვება, იმიტომ, რომ ახალ ტრავმაგადატანილი ვიქნებით მთელი ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად, რაღაცა ტიპის ოპერაციის შედეგად გაეცლება პოლიტიკურ ველს", - აღნიშნავს პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

       

      ავტორი: კესო ქაფიანიძე

      დღის ამბები
      მეტი