24 მარტი 2025,   18:45
ვრცლად
7 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და ბუნდოვანება ოპოზიციაში - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები დირექტივებს გარე ძალებისგან ელოდებიან
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვით ადრე, ბარიერგადალახულ 4 პარტიას შორის აზრები ორად იყოფა. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებისთვის" არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ და სხვებსაც იმავეს ურჩევენ. კოალიციის "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ კოლეგებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ ჯერ ტელეეთერებიდან, შემდეგ კი ფეისბუქ პოსტით მოუწოდა.

      ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ძირითადი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. კოალიცია "ძლიერ საქართველოსა" და გახარიას პარტიაში მკაფიო პასუხებისგან თავს ისევ იკავებენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, მხოლოდ ხელახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

      ბუნდოვანი პასუხები "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას არწმუნებს, რომ საბოლოოდ, 4 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე მის გარდა, სხვების სახელებსაც ამოიკითხავს.

      მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და რევოლუციური პროცესების განვითარებაა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, მათი ოპონენტები ახლა გარე ძალებისგან დაგვიანებული დირექტივის მოლოდინში არიან.

      ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვე რჩება. მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

      ავტორი: ნანა გოგატაძე

      დღის ამბები
      მეტი