24 მარტი 2025,   13:34
ვრცლად
თავდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერება პრიორიტეტად და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა - როგორია დონალდ ტრამპის ახალი გადაწყვეტილებები
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ახალ გამანადგურებელ თვითმფრინავზე საუბრობს. პროექტი დონალდ ტრაპმა ოვალურ კაბინეტში წარადგინა და თქვა, რომ მეექვსე სერიის f-47 უკვე 5 წელია ამერიკის საჰაერო სივრცეში საიდუმლოდ დაფრინავს. ავიაგამანადგურებელს, რომელმაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს, პრეზიდენტმა მომაკვდინებელი უწოდა. ითქვა ისიც, რომ მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს.

      თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებაზე საუბრობს. დონალდ ტრამპმა ამერიკის ტერიტორიაზე კრიტიკული წიაღისეულის მოპოვების დაუყოვნებლივი ზრდის შესახებ აღმასრულებელ განკარგულება გამოსცა. საუბარია ისეთ წიაღისეულებზე, როგორიც არის ურანი, სპილენძი, კალიუმი და ოქრო.

      იცვლება მიდგომები ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართაც. BBC-ის ინფორმაციით, კიდევ ერთი აღმასრულებელი ბრძანებით დონალდ ტრამპმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა.

      ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფართოვდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წვდომა ფედერალური სააგენტოების არა გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციაზე. ბრძანება სააგენტოების ხელმძღვანელებს ანიჭებს უფლებას მოიპოვონ "სრული და სწრაფი წვდომა" არა მხოლოდ დოკუმენტაციაზე, არამედ ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებზე.

      აშშ-ის პრეზიდენტმა, ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულებაც გასცა. მედიის ცნობით, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც. 2000-ზე მეტი დოკუმენტი ეროვნული არქივის ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა.

      დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება ქვეყანაში სამართლიანობის და წესრიგის აღდგენაზეც გაამახვილა. გაიხსენა ილონ მასკის კუთვნილ კომპანიაზე განხორციელებული თავდასხმაც. ტრამპის თქმით ყველა ის ადამიანი, ვინც ვანდალურ ქმედებას მომავალში ჩაიდენს, უმკაცრესი ზომით დაისჯება.

      უკვე ორი თვეა დონალდ ტრამპი ახალ ადმინისტრაციასთან ერთად რეფორმებს ატარებს და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას ცვლის.

      დღის ამბები
      მეტი