26 მარტი 2025,   23:39
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმებას ეხებოდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

"კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები
მეტი