24 მარტი 2025,   17:26
ვრცლად
მეთოჯინეთა დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა "თოჯინების ისტორიის" პრეზენტაცია გაიმართა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      თოჯინური ხელოვნების ჯადოქრები და ამ ჯადოქრობით გაცოცხლებული ამბები - დღე, რომელიც ფერად ზეიმად ირანელმა მეთოჯინემ აქცია. 21 მარტი მეთოჯინეთა დღეა. თარიღს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ, გამონაკლისი არც საქართველოა. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ცნობისმოყვარე პატარებს უმასპინძლეს და მსოფლიოში ცნობილი თოჯინების ისტორიები გააცნეს.

      ვიქტორიანული ეპოქის ქმნილებები - გამოკვეთილი ხასიათით, მისტიკური მზერითა და საკუთარი ისტორიით- ამ სამყაროს თოჯინური ხელოვნების ჯადოქარი, ბაჩო ცანავა ქმნის. თოჯინებს ჯერ საკუთარ წარმოსახვაში ქმნის, შემდეგ კი უსულო საგანს ფორმას და ხასიათს აძლევს.

      ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის "თოჯინების ისტორია" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მეთოჯინემ ცნობისმოყვარე პატარებს მსოფლიოში ცნობილი თოჯინების ისტორიები მოუთხრო და ჯადოსნური ფიგურების შექმნაში დაეხმარა.

      საგანმანათლებლო პროგრამა "თოჯინების ისტორია" დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარ წარმოსახვაში არსებული ზღაპრული სამყარო მეთოჯინის დახმარებით გააცოცხლონ.

      ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

      დღის ამბები
      მეტი