
ქორეოგრაფიული დარბაზი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის. ახალი სივრცე წყნეთში, აფხაზეთის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით მოეწყო.
რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით აღიჭურვა. დარბაზი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და კულტურის მინისტრმა დაათვალიერეს.