30 მარტი 2025,   03:36
ვრცლად
სოზარ სუბარი: რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. გამოვიდა კახა ლომაია და დასცინა, სამიზნეები არ უვარგათ 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. შემოფრინდა ნახევარ საათში და დაარტყა მარცხნივ ან მარჯვნივ 20 მეტრით

"პირდაპირ ეთერში მიდიოდა გადაცემა, რა წარმატებებს აღწევს ქართული ჯარი, დავიბრუნეთ ეს სოფელი, ის სოფელი, დასახლებული პუნქტი, ის სიმაღლე ავიღეთ, მოსახლეობა რაღაცნაირად იმედიანად იყო, მაშინ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მეტია ინფორმაცია, კავშირები მაშინ ასე არ იყო, ჩახშობა მიდიოდა ამ კავშირების სერიოზულად და მოსახლეობა იყო მშვიდად, როცა ტელევიზორს უყურებდა", - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა მოწინააღმდეგისთვის პირდაპირ ეთერში, რაც პირდაპირი კორექტირებაა მოწინააღმდეგის ცეცხლის.

"ეგ ერთი პრობლემაა რამაც გამოიწვია მოსახლეობაში მსხვერპლი და მეორე ეს სატელევიზიო გადაცემები, პირდაპირი ეთერები უშიშროების საბჭოში, რაღაცნაირად ხომ არ ყოფილა განხილული კომისიაზე, ხომ არ იყო ეს რაღაცნაირი ნიშანი იმისა, რომ პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს რას ვაკეთებდით, სად იყო განლაგებული ჯარი, რას ვბომბავდით, საით მივდიოდით. ანუ, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა მოწინააღმდეგისთვის პირდაპირ ეთერში. ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც განსაკუთრებით კარგად მახსოვს, რადგანაც 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა და ერთი რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს, მას თავისი ზოლი აქვს. გამოვიდა, რამდენადაც მახსოვს, კახა (ალექსანდრე) ლომაია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ სამიზნეები არ უვარგათ 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო და შემოფრინდა ნახევარ საათში თვითმფრინავი, შესაბამისად, დაარტყა მარცხნივ ან მარჯვნივ 20 მეტრით. გვახსოვს ისიც, შოთა უტიაშვილს რუკები ჰქონდა გამოფენილი და პირდაპირ რუკაზე აჩვენებდა სად ვიყავით, რას ვაპირებდით და სამომავლო გეგმები ყველაფერი იყო განხილული", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მან დამაზუსტებელი კითხვით მიმართა პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წელს პარლამენტში შექმნილ დროებით კომისიის ხელმძღვანელი იყო, პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის, რუსები რომ იტყვიან "ნავოტკების“ მიცემა განიხილეს თუ არა კომისიის სხდომაზე და მისი, როგორც კომისიის ხელმძღვანელის აზრით, არის თუ არა პირდაპირ ეთერში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება დასჯადი, რაზეც დავითაიამ უპასუხა:

"აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებობდა ნორმატიული აქტი საქართველოს მთავრობის დადგენილება "საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ", რომელიც განსაზღვრავს საომარ და საგანგებო სიტუაციებში მთავრობის წევრთა ფუნქციებს და მოქმედებებს, ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა არაკოორდინირებული მოქმედება, რაც პირდაპირ წერია კომისიის დასკვნაში. დადგენილება იყო, მაგრამ დადგენილებით უნდა შექმნილიყო კომისია ომამდე, რომელიც ამას დაარეგულირებდა კონკრეტულად იმ საკითხებს, რაც თქვენ წამოჭერით. კანონმდებელმა მაშინ განსაზღვრა ის, რომ მთავრობის დადგენილება მიიღო, ნორმატიული აქტის შესრულება ომამდე ვერ მოახდინა. ამას ჩვენ მივაკვლიეთ და ჩავთვალეთ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და ხარვეზები“, ჩავთვალეთ ხარვეზებში", - განმარტა დავითაიამ.

სოზარ სუბარმა პაატა დავითაის ნაამბობი  შეაჯამა და განაცხადა, რომ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას სახელმწიფო მოხელე, უშიშროების საბჭოს მდივანი ან შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თუ მოადგილე ახორციელებს, ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

"პრაქტიკულად დაადასტურეთ, ჟურნალისტი რომ შეცდომას უშვებს ეს ერთია, როცა ამას სახელმწიფო მოხელე, ეს იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი თუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თუ მოადგილე აკეთებს, ამას არ ვიცი შეიძლება ღალატი ჰქვია, მაგრამ დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

პაატა დავითაიას განცახდებით, აღნიშნული დადასტურებულია 2008 წლის 16 დეკემბრის დასკვნის გამოცხადების შემდეგ.

დღის ამბები
მეტი