30 მარტი 2025,   02:34
ვრცლად
"გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად" - თამაზ ბესტაევმა საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე ისაუბრა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      5 საათია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს განიხილავენ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს. კომისიის წევრების შეკითხვებს თამაზ ბესტაევმა უპასუხა:

      "რუსები რომ შემოვიდნენ, მერე შემოჰყვნენ მარადიორები და დაიწყეს ძარცვა, ხოცვა, ჟლეტა ამ ხალხის. იქიდან 71 რიგითი მოქალაქეა გარდაცვლილი. დარჩა ის რამდენიმე კატეგორია, რომლებიც მოხუცები იყვნენ და არ წამოვიდნენ, თუმცა ძირითადი მასა წამოვიდა და ეს მოხდა 8-ში და 9-ში. მერე უკვე 9-ში ღამე შევიდნენ უკვე რეგიონში ეს რუსი სამხედროები და შეჰყვნენ მარადიორები, ვინც მოხუცები იყვნენ, ისინი სამწუხაროდ დახვრიტეს. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა - მე დასკვნა მქონდა, დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და იქ ვინც ფუნქციონირებდა, მთლიანად ის რეგიონი. რომ არ დაეტოვებინათ ასე თვითნებურად, მე რომ რაღაც არ მეფიქრა, რომ სად დავრეკო და რა გავაკეთო, ან რომ არ გადმოვსულიყავი უშიშროების სხდომაზე, ბუნებრივია მეც იქ ვიჯდებოდი", - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა. 

      2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი მას ჩაეკითხა: "ბრძანეთ, რომ 71 ადამიანი დაიღუპა, რომელ არეალს გულისხმობთ?"

      თამაზ ბასტაევი: "დაიღუპნენ დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე, პატარა ლიახვის ხეობა და ფრონეს ხეობა, 1 გარდაცვლილი კი ახალგორიდან არის".

      დღის ამბები
      მეტი