
ერ-რიადში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციები 12 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები განიხილეს. დღეს ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდება.
საუდის არაბეთში რჩება უკრაინის დელეგაცია, მედიის ცნობით, უკრაინელები ამერიკელ კოლეგებს შეხვდებიან.
მიმდინარე დიპლომატიური პროცესის შესახებ ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ტემი ბრიუსის თქმით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან და რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოების განხილვა მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის პირობებში იქნება შესაძლებელი.