27 მარტი 2025,   06:20
ვრცლად
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში 400 მოსწავლეზე გათვლილი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლას განათლების მინისტრის მოადგილე და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეწვივნენ.

სასწავლო დაწესებულება 400 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.