30 მარტი 2025,   05:20
ვრცლად
შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია - მოსკოვი დასავლეთისგან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია - ამ შედეგით დასრულდა ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელთაც ქვეყნების საგარეო უწყებათა პირველი პირები ხელმძღვანელობდნენ.

      12 საათიანი მოლაპარაკების შესახებ განცხადებები ცალ-ცალკე გაავრცელეს ვაშინგტონმა და მოსკოვმა.

      მიღწეულ შეთანხმებას თეთრ სახლთან ერთად ადასტურებს კრემლიც, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. მოსკოვი დასავლეთისგან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვს, მათ შორის, საბანკო სექტორსა და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე.

      ამავე დროს, რუსეთი საუბრობს ენერგოსისტემაზე "დროებითი მორატორიუმის" შესახებ, რომლის დაცვაც როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მოეთხოვება და აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

      კრემლის პარალელურად, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ განხილვას არ ექვემდებარება ზაპოროჟიეს ატომური სადგურის კონტროლის უკრაინისთვის ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა.

      დღის ამბები
      მეტი