31 მარტი 2025,   01:28
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ემანუელ მაკრონს შეხვდა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ელისეის სასახლეში პრესკონფერენცია გამართეს. ითქვა, რომ უკრაინა საფრანგეთისგან 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მიიღებს.

      მაკრონმა განმარტა, რომ დახმარების ახალი პაკეტი უკრაინელი სამხედროების პირველად საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. საფრანგეთისგან უკრაინა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს მიიღებს. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნაადრევია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის განხილვა.

      სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ს საკმარისი ძალა აქვს, იმისთვის რუსეთს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა აიძულოს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს.

      დღის ამბები
      მეტი