31 მარტი 2025,   01:47
ვრცლად
ამერიკელი მაღალჩინოსნების დახურულ ჩატში ჟურნალისტის დამატებაზე პასუხისმგებლობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა აიღო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "სიგნალის" ჩატში "ატლანტიკის" რედაქტორის დამატებაზე სრული პასუხისმგებლობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა აიღო. ამის შესახებ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმაც.

      "მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მაიკი იყო", - თქვა ტრამპმა და "ატლანტიკის" მთავარ რედაქტორს, ჯეფრი გოლდბერგს, "საშინელი რეპუტაციის" მქონე ჟურნალისტი უწოდა.

      ამასობაში კი "ატლანტიკმა" კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც, გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს შორის მიმოწერის ე.წ. სქრინშოთებია დართული.

      სტატია გააკრიტიკა თეთრი სახლის პრესმდივანმა. კეროლაინ ლევიტის თქმით, ეს არის "კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ტრამპის მოძულე კაცის მიერაა დაწერილი".

      დღის ამბები
      მეტი