31 მარტი 2025,   01:22
ვრცლად
ევროკავშირი არ დააკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ცეცხლის შესაწყვეტად, სანქციები უნდა შემსუბუქდეს - Financial Times

ბრიუსელი არ დააკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასამოქმედებლად, უნდა გაუქმდეს შეზღუდვები ფედერაციის მთავარ სასოფლო-სამეურნეო ბანკზე. ევროკავშირში განმარტავენ, რომ სანქცია ძალაში დარჩება უკრაინიდან რუსული ჯარების "უპირობო გაყვანამდე".

"უკრაინაში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესწორების ან მოხსნისთვის. ევროკავშირის მთავარი აქცენტი რჩება რუსეთზე ზეწოლის მაქსიმალურად გაზრდაზე, ყველა არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით, სანქციების ჩათვლით, რათა შეამციროს რუსეთის უნარი, აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ ომი", - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი.

იქამდე, თეთრმა სახლმა გაავცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ დაეხმარება რუსეთს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენაში.

მოგვიანებით კრემლმა განაცხადა, რომ შეთანხმება დამოკიდებულია სანქციების გაუქმებაზე, მათ შორის "როსელხოზბანკზე" - ბანკზე, რომელიც მონაწილეობს სურსათის წარმოებისა და ექსპორტის დაფინანსებაში. კრემლი ითხოვს ბანკის ხელახლა ჩართვას გლობალურ Swift საბანკო შეტყობინებების სისტემაშიც.

დღის ამბები
მეტი