31 მარტი 2025,   01:05
ვრცლად
ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამკაცრებს ამომრჩევლების მოქალაქეობის კონტროლს და კრძალავს "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკის არჩევნებში ჩარევას"
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამკაცრებს ამომრჩევლების მოქალაქეობის კონტროლს და კრძალავს "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკის არჩევნებში ჩარევას". პრეზიდენტმა რამდენიმე ფედერალურ უწყებას დაავალა მიიღონ შესაბამისი ზომები.

      ამომრჩევლად რეგისტრაციის დროს, ამერიკელებმა მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ, ხელისუფლება კი ვალდებული იქნება, საბუთები შეამოწმოს. ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა არჩევნების დღესვე უნდა დასრულდეს.

      თეთრი სახლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია, გამორიცხოს არჩევნებში ამერიკაში არალეგალურად მყოფი პირების მონაწილეობა.

      ამერიკის კანონმდებლობით, რეგისტრაციის დროს საკმარისია, ამომრჩეველმა მხოლოდ თქვას, რომ ამერიკის მოქალაქეა.

      დღის ამბები
      მეტი