
აშშ-ში, მიჩიგანში მამაკაცი, რომელსაც დეკემბერში ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, ცოფით დაინფიცირდა და გარდაიცვალა. სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მამაკაცი ცოფით ახალი ორგანოდან დაავადდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცი გადანერგილი ორგანოდან ცოფით დაავადდა", - განაცხადა ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სპიკერმა ლინ სატფინმა.
როგორც დეპარტამენტში განმარტეს, პაციენტს გადანერგვა ოჰაიოს საავადმყოფოში, დეკემბერში ჩაუტარდა და იანვარში გარდაიცვალა. მათ განცხადებაში არ იყო ინფორმაცია მიმღების ვინაობის ან გადანერგილი ორგანოს შესახებ. უწყების ცნობით, დონორი მიჩიგანის ან ოჰაიოს მკვიდრი არ იყო.
სატფინმა თქვა, რომ მიჩიგანისა და ოჰაიოს ჯანდაცვის განყოფილებები "მჭიდროდ თანამშრომლობდნენ" ერთმანეთთან და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან პაციენტის გარდაცვალების გამოსაძიებლად.
"ჯანდაცვის ოფიციალური პირები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ადამიანებს, მათ შორის პროვაიდერებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ მიჩიგანელ მამაკაცთან, ჩაუტარდეთ ტესტირება ცოფის შესაძლო ზემოქმედებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.