30 მარტი 2025,   23:08
ვრცლად
მეცნიერებმა მონღოლეთში ორკლანჭიანი დინოზავრის უნიკალური სახეობა აღმოაჩინეს

მონღოლეთში, გობის უდაბნოში პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს დინოზავრის ახალი სახეობა Duonychus tsogtbaatari, რომელიც ეკუთვნის ტერიზინოზავრების სახეობას. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

სხვა ტერიზინოზავრებისგან განსხვავებით, ამ სახეობას, ჩვეულებრივი სამი კლანჭის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლანჭი ჰქონდა, მაგრამ მათი სიგრძე 60 სანტიმეტრს აღწევდა.

ეს აქამდე უცნობი სახეობა დედამიწაზე 90 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ბალახისმჭამელი იყო. გრძელი, მოხრილი კლანჭები, ბუმბულიან დინოზავრს მცენარეული საფარის დაჭერაში ეხმარებოდა. ასევე, შესაძლოა მიწის გასათხრელად და თავდაცვისთვის იყენებდა.

დღის ამბები
მეტი