30 მარტი 2025,   23:51
ვრცლად
მუხიანის აგარაკებზე, ექვს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელი ეწყობა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ბორჯომის, ნეკრესის, დაისის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ექვსივე ქუჩაზე 26 600 კვ.მეტრამდე ფართობი მოწესრიგდება.

      ბორჯომის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

      "მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ეს არის დასახლება, სადაც არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა - არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. ტერიტორია მთლიანად მოუწესრიგებელი იყო. საავტომობილო გზაზე საუბარიც კი ზედმეტია. იმდენად რთული ვითარება იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ მოძრაობდა. ეტაპობრივად დავიწყეთ ყველა ქუჩის მოწესრიგება, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. დღეის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები შვიდ ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. მაისისთვის გვინდა, რომ პროექტი დავასრულოთ, რომლის შემდეგაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს, აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახუროს", - განაცხადა კახა კალაძემ.

      საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, რაჭის ქუჩაზე, 850 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი ეწყობა, რისთვისაც 564 000 ლარია გათვალისწინებული.

      ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე იმყოფებოდნენ.

      დღის ამბები
      მეტი