30 მარტი 2025,   22:44
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეს უმასპინძლა - აბიტურიენტები პროგრამების ხელმძღვანელებს შეხდნენ და სასწავლო კურსის შესახებ ინფორმაცია მიიღეს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ორმაგი დიპლომის და ერთობლივი ხარისხის პროგრამებით სარგებლობა შეეძლებათ. ღია კარის დღეზე მისულ აბიტურიენტებს, უნივერსიტეტის მიზნები და ახალი პროგრამები გააცნეს. აკადემიურ პერსონალთან ერთად, მომავალ სტუდენტებს მოქმედებმაც უმასპინძლეს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უპირატესობები გააცნეს.

      უნივერსიტეტი სტუდენტებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზეც მიიღებს. აბიტურიენტებს განათლების მიღება ქართულ და ინგლისურ ენებზე შეეძლებათ. მათი თმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლების გამორჩეული ფორმატისა და განვითარების მაღალი დონის გამო აირჩიეს.

      კიუ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარზეა გაშენებული - მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას. ევროპელი ექსპერტების მიერ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის რეგიონში.

      ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორმაგი დიპლომის მიღებას ის სტუდენტები შეძლებენ, რომლებიც მედიცინის,დიზაინისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებს აირჩევენ. კიუსთან ერთად, მათ ბაკალავრის ხარისხს ნეაპოლის ფრედერიკო 2-ის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის ბამბერგის უნივერსიტეტი მიანიჭებს.

      ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 18 სექტემბერს დაფუძნდა. უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ახორციელებს.

      დღის ამბები
      მეტი