
ლიეტუველი პროკურორების განცხადებით, ვილნიუსში აეროპორტთან DHL-ის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ადამიანური შეცდომა იყო და ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, ეჭვმიტანილის სახით თვითმფრინავის პილოტი დაკითხონ, რომელიც ესპანეთის მოქალაქეა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ესპანური ავიაკომპანია Swift air-ის კუთვნილი Boeing 737-400 სატვირთო თვითმფრინავი, 25 ნოემბერს, ვილნიუსის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავი გერმანიიდან, ლაიფციგის აეროპორტიდან ასრულებდა რეისს.
თვითმფრინავი მიწასთან შეჯახებისას ორად გადაიმტვრა და სახლს დაეჯახა. ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.
"ავიაკატასტროფის გამოძიების მთავარი ვერსია ადამიანური შეცდომაა“, - ნათქვამია ლიეტუვის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.