30 მარტი 2025,   22:47
ვრცლად
სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა - შენობა 75 ბავშვზეა გათვლილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სოფელ ოკამში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 75 ბავშვზე გათვლილი ბაღი გაიხსნა. ახალ შენობაში მოეწყო სათამაშო, საძინებელი დ ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სამრეცხაო და სასადილო სივრცეები. ბავშვების სწავლისა და განვითარებისთვის გათვლილია შენობის ეზოც. ღია სივრცეში განათავსეს სათამაშო მოედანი და მოეწყო სარეკრეაციო სივრცე. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვისაც.

      ოკამის გარდა, წელს კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი ბაღი გაიხსნა. სოფელ თვალადში 100 ბავშვზე, ფერმა-ჩანგილარის დასახლებაში კი 50 აღსაზრდელზე გათვლი შენობა აშენდა. 100-მდე აღსაზრდელი დადის სოფელ თეზის ახლად რეაბილიტირებულ ბაღში.

      კასპის მუნიციპალიტეტში ბაღები სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში აშენდა. გეგმა კიდევ 4 ახალ ბაღს ითვალისწინებს. პროგრამაში გათვლილია რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტებიც, ჯამში შიდა ქართლში 28 ახალი ბაღი გაიხსნება.

      შიდა ქართლში ბაღების მშენებლობაზე 61 მილიონ ლარამდე თანხაა გათვლილი. სახელმწიფო პროგრამას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

      შიდა ქართლის გარდა, სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. უახლოეს პერიოდში საქართველოში 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება.

      დღის ამბები
      მეტი