
ღაზაში ისრაელის ძალები სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. "ცახალის" იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში, 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვები.
"წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების" ინფორმაციით, სამხრეთ ღაზაში, რაფაჰში, ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ, რომელიც ერთი კვირის წინ მოხდა, 14 ადამიანის ცხედარი გამოასვენეს. მათ შორის - რვა მედიკოსის, ხუთი სამოქალაქო თავდაცვის მუშაკისა და გაეროს სააგენტოს ერთი თანამშრომლის ცხედრები.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის მონაცემებით, მედიკოსები მიზანში მაშინ ამოიღეს, როდესაც ისინი დაბომბვით დაშავებულთათვის პირველადი დახმარების გასაწევად მიემართებოდნენ. "წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების" განცხადებაში ნათქვამის, რომ თავდასხმა იმის მიუხედავად განხორციელდა, რომ ისინი საქველმოქმედო ორგანიზაციის ემბლემებს ატარებენ, რაც საერთაშორისო სამართლითაა დაცული.